გავლენიან ჩეჩნებს კადიროვის მოკვლა სურთ – რუსი პოლიტიკოსი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გენადი გუდკოვის ინფორმაციით, გავლენიან ჩეჩნებს რამზან კადიროვის მოკვლა სურთ.

„ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. არ მივცემთ უფლებას იცოცხლოს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა” ,- განაცხადა გუდკოვმა.

მისივე თქმით, კადიროვის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად დარჩენის შემთხვევაში შეძლებს.

მანვე აღნიშნა, რომ თავადაც არ იცის, რას გეგმავს კრემლი კადიროვათნ დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები