,,რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ”- იაგო ხვიჩია

,,რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ და ამას რომ ვერ აკეთებ, ამისთვის ახალ-ახალ მიზეზებს იგონებ,”- ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

ხვიჩია თქმით, ხალხს უჭირს და სერიოზულ საკითხებზე ითხოვს პოლიტიკოსების ყურადღებას.

„რეგიონებში მოძრაობას ისეთი პოზიციით აპირებენ, რომ მეშინია, რამე შარს არ გადაეყარონ მოსახლეობასთან და ამაზე ვნერვიულობ. ასეთი პოზიციით მოძრაობა სარისკოა, ხალხს უჭირს და სერიოზულ საკითხებზე ითხოვს პოლიტიკოსების ყურადღებას. ოპოზიციის ეს მოძრაობა არის უმიზნო, როცა ადამიანებს სერიოზულ თემებზე სალაპარაკოდ არ ხვდები და შენი პირადი მიზნები გაქვს. რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ და ამას რომ ვერ აკეთებ, ამისთვის ახალ-ახალ მიზეზებს იგონებ. ვცდილობ, გავიგო, ჩვენს კოლეგებს რა უნდათ. ვხვდები და სათითაოდ ვეკითხები, პოლიტიკაში რისთვის არიან. ფაქტობრივად არავინ ამბობს, რა უნდა. ასეთი უცნაური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები