ავარია ლანჩხუთში – მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში –  ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელშიც 22 მგზავრი იმყოფებოდა,  მათ შორის ბავშვებიც, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. ამასთან, საჭირო გახდა რამდენიმე დაშავებულის კლინიკაში გადაყვანაც.

 

მსგავსი თემები