ესპანეთი უკრაინას საზენიტო ბატარეას და რაკეტებს გადასცემს – აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მადრიდის სამხედრო დახმარების უახლესი ტვირთი, 1 000 საველე საარტილერიო საბრძოლო მასალას, ათას ტონა დიზელის საწვავს, სხვადასხვა ჯავშანმანქანასა და 30 000 ზამთრის ფორმას მოიცავს.
ამასთან, ესპანეთი უკრაინულ ჯარებს საზენიტო ბატარეის გამოყენებაში გაწვრთნის.