უკრაინის სკოლებში რუსი და ბელარუსი ავტორების შემოქმედებას აღარ შეასწავლიან

უკრაინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სკოლებში უცხოური ლიტერატურის შესწავლის სასწავლო გეგმა განახლდა. ცვლილებების თანახმად, სასწავლო პროგრამიდან  რუსი და ბელარუსი ავტორების ნამუშევრები ამოიღეს.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეიარაღებულმა აგრესიამ.

უკრაინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეისწავლება იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან.

მსგავსი თემები