,,ივანიშვილი ორი წელია არ მინახავს, არ მაქვს ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას”- სალომე ზურაბიშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი მე მგონი, ორი წელი გახდა, არ მინახავს და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც  დეოლიგარქიზაციას  შეეხება,  პერსონიფიცირებული ბიძინა ივანიშვილი არ არის.

„ჩვენი პარტნიორები მისვამენ შეკითხვებს და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია – მე არ მაქვს ნიშანი, რომ მაგალითად, ჩემზე არის ჩარევა. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე, პირველივე დღიდან თქვა, თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და თქვენ საქმიანობაში არავინ ჩაერევაო. თქვენ იცით, პრეზიდენტზე ახლა რა თავდასხმები მოდის, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, როცა ამ თემაზე აპელირებენ, რომ მე პირადად, რა პირდაპირი ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი მე მგონი, ორი წელი გახდა, არ მინახავს და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ალბათ, ნორმალურია. სხვა, მე ფაქტი არ მაქვს, მაგრამ დანარჩენი გასაკეთებელი იყო არა პრემიერის და პრეზიდენტის დონეზე, არამედ პარტიული საქმიანობის დონეზე. მუშაობა ჰქვია ამას – ჩასვლა, ცალ-ცალკე შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და კითხვა, რის საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებას, ან გაქვთ რწმენა, რომ ასეთი რამ ხდება და აი, ჩემი ფაქტები. ეს პარტიული საქმიანობაა, დეპუტატების საქმიანობა და ჩემი ბრალი არ არის, რომ არ მუშაობენ და არ იციან, როგორ იმუშაონ. ლანძღვით რომ არაფერი არ კეთდება და პირიქით, მძიმდება, ეს არ იციან. სხვათა შორის, სანქციების თემა ევროპარლამენტის რეზოლუციით დასრულდა და ეს ევროპულმა საბჭომ არ გადმოიტანა თავის რეზოლუციაში, სადაც ერთ-ერთი ზოგადი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია, როგორც არის მოლდოვაზე და უკრაინაზე. იქ არანაირი მინიშნება არ არის ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  პირველი არხის გადაცემაში.

მსგავსი თემები