,,ეს რუსული ტერორის აქტია, ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ვინიცას დაბომბვას ეხმიანება, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზელენსკიმ საოკუპაციო ძალების ქმედება ტერორისტულ აქტად შეაფასა.

,,რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია

მსგავსი თემები