„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ეტაპისთვის, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჯანმოს მონაცემებით, მთლიანობაში, გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა. ტედროს ადანოს გებრეიესუსის ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

„ეს არის ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების კრიტერიუმებს“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

 

მსგავსი თემები