„დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ“ – კლიჩკო ვინიცას დაბომბვაზე

რუსეთის მხრიდან ვინიცას დაბომბვასთან დაკავშირებით კიევის მერი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს მეტი სანქციებისკენ მოუწოდებს.

„ტერორისტები მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს გააფთრებით აგრძელებენ. დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობის შეჩერებას არც აპირებს. დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, არანაირი დაშოშმინება. მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღი უკრაინისთვის და ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ერთიანობა!” – წერს ვიტალი კლიჩკო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ვინიცას ცენტრზე მიტანილ იერიშს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები