ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია

ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება.

მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით, კი  90-მა ადამიანმა მიმართა.

ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, რაც განზრახ მკვლელობას უკავშირდება (სსკ-ის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უკრაინის კოდექსი).

სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე  სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მსგავსი თემები