ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია
ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება. მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით, კი 90-მა ადამიანმა მიმართა. ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, რაც განზრახ მკვლელობას უკავშირდება (სსკ-ის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უკრაინის კოდექსი). სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე