მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბულია

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ბანერი გამოფინეს, რომლითაც ბიძინა ივაშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა მთავრობის კანცელარიის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, აქციამ შენობის ზედა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.

ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, თუ პოლიცია მათ დააკავებას შეეცდება, წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

შეგახსენებთ,  აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს გამოხატავენ. ისინი ახლა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ადგილზე მისვლას ელიან და აცხადებენ, რომ ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს მთავრობას.

მსგავსი თემები