,,პუტინი ომისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა და მას შეუძლია ამ ომის დიდხანს გაგრძელება.

ოლაფ შოლცის განმარტებით,  მსოფლიოში არსებული  საკვების დეფიციტის საფრთხე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია.

„არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს – და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ასე რომ, შეძლებს ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს. საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ენერგეტიკის  გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები