ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს.

ფინანსური დახმარება მიზნობრივი იქნება და კიბერმხარდაჭერის მიმართულებით წარიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კი კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს ინსტიტუტები კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და  გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.

 

მსგავსი თემები