დაკავებული, ვინც ყოფილი ცოლი გაგუდა და ხევში გადაადგო, ფსიქიკურად დაავადებულია  

ადვოკატ ლევან მარსაგიშილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და შემდეგ ხევში გადააგდო, ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მკურნალობდა და  ექიმის დანიშნულ პრეპარატებსაც სისტემატურად სვამდა.

„ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, – აღნიშნა მარსაგიშვილმა.

დაკავებულა  ბრალს ხვალ წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და დღეს ხევში გადააგდო. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები