პუტინი ამჯერად ფინეთს და შვედეთს ემუქრება

ფინეთისა და შვედეთისთვის ნატო-ს კარის  გახსნამ რუსეთის პრეზიდენტი მდგომარეობიდან გამოიყვანა. ვლადიმერ პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება, სარკისებრი ქმედებები განახორციელოს.

„რუსეთს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან არ აქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს. არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ  იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა. ამჯერად, თურქეთმა ამ ორ ქვეყანას „მწვანე შუქი“ აუნთო.

 

მსგავსი თემები