ოკუპანტებმა აპოსტოლოვოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 4 ადამიანი

ქალაქის მერის, ანდრეი ოსას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. საჰაერო იერიშის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა ერთი ადამიანი.

,,დაახლოებით 3 საათის წინ აპოსტოლოვოს მტერმა “ურაგანებიდან” ესროლა. გარდაცვლილია 4 ადამიანი,”- განაცხადა ანდრეი ოსამ.

მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

 

მსგავსი თემები