რუსული ძალები  სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსული ძალები  სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. უწყების ცნობით, ქალაქს საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დიდი ზიანი მიადგა.

,,უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს აფარებენ მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველად შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ,  კონფლიქტს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები