რუსეთის აგრესიას უკრაინაში 313 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში  313 ბავშვი დაიღუპა, 579-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 291, ხარკოვის ოლქში – 169, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები