ირლანდიის სენატი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს მიმართავს

ირლანდიის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი. სენატმა მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე მიიღო და ევროპარლამენტსაც მიმართა.

„ირლანდიის სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. სენატი  მიესალმება საქართველოს, მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

 

მსგავსი თემები