საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – ერიდეთ ტკიპებს

საქართველოში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. ყირიმ–კონგოს ცხელება ორ ადამიანს დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – ყირიმ-კონგოს ცხელების გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. დაავადება იწვევს სიკვდილიანობას და საქართველოში ყორიმ-კონგოს ცხელებით რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევაც ფიქსირდება.

მსგავსი თემები