“მსოფლიოში, სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, ვირუსის სურსათით გადაცემა არსად დაფიქსირებულა“ – თენგიზ კალანდაძე

„ეკიპირებული მძღოლები დატოვებენ პროდუქტს, მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ მოვაჭრეებთან“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

კალანდაძე მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის შენახვა , მისივე ინფორმაციით დღეს საქართველოს აგრარულ ბაზრებში ყველა რეკომენდაცია დაცულია.

„არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა სურსათის მიერი გადაცემა ამ ვირუსის არსად დაფიქსირებულა. აგრარულ ბაზრებზე უფრო ნაკლები რისკია, რადგან არის ღია სივრცე. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მალფუჭებადი პროდუქტი დაამუშაოს თერმულად, ხილი და ბოსტნეული კი გარეცხოს. დღეს ყველა პირობა გვაქვს, რომ ახალი რეკომენდაციები შევასრულოთ სავაჭრო ობიექტებში. მათ მივეცით რეკომენდაციები, რომ უნდა დაიცვან დისტანცია და იყვნენ შესაბამისად აღჭურვილები“ – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ. კალანდაძის ინფორმაციითვე მძღოლები, რომლებიც პროდუქტს დატოვებენ აგრარულ ბაზარში იქნებიან შესაბამისად აღჭურვილები.

მსგავსი თემები