რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 07:00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

,,დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები