,,დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს”- კარენ დონფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს არსებითი დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა.

,,სანქციები როგორც იცით არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, რომელზეც ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ იქნება, რომ გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა, რათა გახდეს ძლიერი დემოკრატია”, – განაცხადა დონფრიდმა.

მსგავსი თემები