„არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები“ – მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვისას, მედიის თავისუფლების საკითხებსა და მედიის შანტაჟზე არაერთი კრიტიკა გამოითქვა. როგორც ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, ამ მხრივ, საქართველოში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

„ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს უპრეცედენტო რაოდენობით.  არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები. მრავალი გამოძიებაა დაწყებული მედიაში დასაქმებულთა და მფლობელთა წინააღმდეგ. ამასთან, იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების სვეტი“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ.

მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა ცალმხრივი არ არის.

„შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს მათი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით. საუბარია დემოკრატიის მაღალი სტანდარტებზე,  კანონის უზენაესობაზე, სასამართლო დამოუკიდებლობასა და ფუნდამენტურ თავისუფლებაზე მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე.  კანდიდატის სტატუსი არაა ცალმხრივი შეთანხმება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება, თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ გჭირდებათ გარკვეული სტანდარტების შენარჩუნება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა  გრეგოროვამ.

 

 

მსგავსი თემები