„მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას, დეპუტატმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

„ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახა ციხეშია, ისევე, როგორც ნიკა გვარამია.  მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კოლეგებს.

მსგავსი თემები