„მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი“ – ევროპარლამენტარები საქართველოს აფრთხილებენ

ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. ევროპარლაენტარების საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, დღევანდელი დისკუსია გამოფხიზლებად ჩათვალონ.

„რამდენიმე თვის წინ, ამ შენობაში ჩვენ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რამდენიმე კვირის წინ კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ვაღიარეთ მოლდოვის მიღწევები ევროინტეგრაციისკენ. დღეს განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მე არ ვიყავი რეზოლუციის ინიციატორი, არ განვიხილავდი ამას სასწრაფო საკითხად“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა დებატებისას.

მისივე შეფასებით, ქვეყანამ ტემპი, რომელიც წლების წინ ჰქონდა, რადიკალურად შეცვალა და დააგდო.

„ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, დაკარგა მისი ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ.  მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა. შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამას მოელის თქვენგან ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობისას.

მსგავსი თემები