„ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, რეფორმების ნაცვლად, განცხადებები უყურადღებოდ დარჩა“ – დებატები ბრიუსელში  

ბრიუსელში  საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. საკითხი მედიის თავისუფლებას ეხებოდა. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, საქართველო რეფორმების პროცესის ნაცვლად უყურადღებობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.

„დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა.

ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად, ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია. ეს ერთადერთი არ არის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა დებატებზე,  სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

 

მსგავსი თემები