ევროპარლამენტმა უკრაინას ე.წ. მწვანე შუქი აუნთო და ევროკავშირს რეკომენდაციით მიმართა, ომში მყოფ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელმაც 438-მა დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 65 წინააღმდეგი წავიდა, 94-მა კი თავი შეიკავა.