,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს”- რუსეთის საელჩო

აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს. საელჩოს განმარტებით, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია.

,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სისტემებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენებენ. ეს ქმედება სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით. გარდა ამისა, ვაშინგტონი უგულებელყოფს საფრთხეს, რომ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებს, ტერორისტებს და ბანდიტურ ფორმირებებს ჩაუვარდეთ ხელში,“- ნათვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები