პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

პარლამენტმა  ეროვნული ბანკის და  სახელწიფო  აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის  შესარჩევი კომისიების შემადგენლობა  დაამტკიცა. კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,   ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდი ოთხეულს” – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.

მსგავსი თემები