რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო – ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაცია

ლუგანსკის რეგინალური ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რუსეთმა  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებული უკრაინელი მამაკაცების მობილიზება დაიწყო.

მათივე ცნობით, რუსები აგრძელებენ უკრაინის დაპატიმრებული მოქალაქეების რეკრუტირებას. მათი განმარტებით, კრასნოდარში ასეთი პატიმრები აქტიურად ირიცხებიან კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერში”.

“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება მიმდინარეობს.ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები