უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 31 250 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ტანკი – 1 386, ჯავშანტექნიკა – 3 400,საარტილერიო სისტემა – 690, სარაკეტო სისტემა – 207, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96,თვითმფრინავები – 211, ვერტმფრენი – 176, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 551.