,,დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას და დააფიქსირებს, რომ საქართველო არის მათი ინტერესის სფერო და საგანი”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში.

„ევროკავშირს მისაღები აქვს გადაწყვეტილება და ის კონკრეტული ფაქტები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და კითხვების გაჩენას ცდილობს, ამას ვერ გადაწონის. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში.

ჩვენ თავის დროზე რეზოლუცია მივიღეთ პარლამენტში, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და მივმართეთ ევროკავშირს, რომ გაეთვალისწინებინა პარტიების პოზიცია. ჩვენ სახელმწიფო დონეზე მივმართავთ მათ, გვაქვს უამრავი განცხადება, სადაც სრულად ფიქსირდება ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების პოზიცია, ამიტომ ჯერი არის ევროკავშირზე და დიდი იმედი მაქვს ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ ეს ქვეყნები არიან მათი ინტერესის სფერო და საგანი,”- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები