,,ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ბრატისლავაში, GLOBSEC 2022 – ის პანელზე „Europe’s Addiction Problem: Russian Energy” განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა, რომ  აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით,  ყველაფერი უნდა გაკეთდეს , რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის იმისთვის, რომ ეს იყოს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია. რა თქმა უნდა, მე შევეხე ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასაც“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები