,,რომ გადავრჩეთ და მარიუპოლი არ გვქონდეს პუტინს უნდა გავუგოროთ და ჩავწვეთო”- გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს დასავლურ ოჯახში დაბრუნების. მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნის შიგნით სწორ გზაზე დგომა.

,,რომ გადავრჩეთ და მარიუპოლი არ გვქონდეს პუტინს უნდა გავუგოროთ და ჩავწვეთო – ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, ჩაწოლა არის ჩვენი საფრთხის გაზრდა და დანებება ნიშნავს კადიროვის ბოგინს ჩვენს ქვეყანაში. სანამ ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი ხალხი ხელისუფლებაშია, ნულოვანი შანსი გვაქვს დასავლურ ოჯახში დაბრუნების, ვერავის მხარდაჭერა ვერ გვიშველის სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სწორ გზაზე უნდა ვიდგეთ, დღეს გვაქვს რეჟიმი, რომელიც საპირისპირო გზაზე დგას. ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას ვერ შეცვლის კითხვარს როგორ შეავსებს ეს რეჟიმი, ან ოპოზიცია რას იზავს. როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, მისი როლი არის მხოლოდ ერთი – როდესაც ასეთი არანორმალური ხელისუფლება გვყავს, ყველაფრის გაკეთება მისი შეცვლისთვის. სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები