„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიზნებით, სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

პრაისის თქმით, აღნიშნული ოპერაცია საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სტაბილურობას.

„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით. ვაღიარებთ  სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობს და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს და „აისისის“ წინააღმდეგ არსებულ კამპანიას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

მსგავსი თემები