რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დონბასში 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში 24 მაისს რუსული ძალების მასობრივი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა.

სამხედროების ცნობით, ოკუპანტებმა გამოიყენეს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, არტილერია, ტანკები, ნაღმტყორცნები და რაკეტები.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასის რეგიონში მდგომარეობას უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიზანია, აღმოსავლეთ უკრაინის მთავარ ქალაქებში ყველაფერი გაანადგურონ.

მსგავსი თემები