,,CEPS-ის პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს”- თინათინ ახვლედიანი

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ახვლედიანის განმარტებით, ევროკავშირმა საქართველოს წევრის სტატუსი რომ მისცეს, საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელიცაა დემოკრატიული კულტურა, დემოკრატიული სასამართლო სისტემა და ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაჩქარევია.

„ძალიან ბევრი შეკითხვა მივიღე საქართველოს შესახებ „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემმა კოლეგებმა დაწერეს. მე დავიწყე მათზე პასუხი დღეს სატელევიზიო ინტერვიუებით, რომლებსაც „ტვიტერზე“ ცალკე გამოვაქვეყნებ, თუმცა მანამდე, ნება მიბოძეთ, განვმარტო.

ეს არ არის „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს პუბლიკაცია წარმოადგენს მისი ავტორების მოსაზრებებს. მე არ ვარ მისი ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ჩემსა და ჩემი მოსაზრებების შესახებ ყალბი ნარატივების შექმნის ნაცვლად, გთხოვთ, გაეცანით ჩემს პუბლიკაციებს CEPT-ის, Euractiv-ის და Euronews-ის ვებგვერდებზე“, – წერს თინათინ ახვლედიანი „ტვიტერში“.

საუბარია 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ავტორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

მსგავსი თემები