პუტინის განცხადებით, ევროპა სანქციების დაწესებით საკუთარ ეკონომიკას აზიანებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნავთობის სექტორი ძირეულ ცვლილებებს განიცდის, თუმცა, ევროპა სანქციების დაწესებით, „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ ჩაიდენს, – აღნიშნული ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპა, თავისი ქმედებების შედეგად, ენერგიის უფრო მაღალ ფასებსა და გაზრდილ ინფლაციას მიიღებს.

„ნავთობის ბაზარზე ცვლილებები ძირეული ხასიათისაა და ბიზნესის კეთება ჩვეულ რეჟიმში, ძველი მოდელის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა. ახალ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნავთობის მოპოვება, არამედ მთლიანი ვერტიკალური ჯაჭვის აგება, რომლის ბოლო წერტილიც მისი მომხმარებლამდე მიტანაა“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ევროპა, „ქაოტური ქმედებებით“ არა მხოლოდ აზიანებს საკუთარ ეკონომიკას, არამედ, რუსეთისთვის, ნავთობსა და გაზზე შემოსავლების ზრდას იწვევს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ეკონომიკური თვითმკვლელობა ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეა“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები