,,ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ში შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნოფმა და ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა იენს სტოლტენბერგს ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები გადასცეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ, ორივე ქვეყანამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად და მე მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, თქვენი ნატო-ში წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენი დღევანდელი განაცხადები ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განსაზღვრავენ თქვენი გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს.

ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე იმისთვის, რომ დავდოთ სწრაფი შედეგი. ყველა მოკავშირე თანხმდება ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უნდა დავიჭიროთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები