,,აუცილებელია რუსული აქტივების გაყინვა და მათი გადაცემა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის აღდგენის მიზნით”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს. კულებას განცხადებით, ბერლინში მისი ვიზიტისას მას გერმანიის წარმომადგენლებთან რაციონალური დისკუსია ჰქონდა უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით.

,,მე მათ ვუთხარი, რომ ეს მაინც მოხდება. გარდაუვალია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს გაწევრიანების სტატუსს. გერმანიის ელიტას აქვს არჩევანი, რომ უხელმძღვანელოს ამ პროცესს და ჩაწერონ მათი სახელები ევროპის ისტორიაში ან მოხდეს ეს მათი ლიდერობის გარეშე”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ვიზიტისას რუსული გაზის ემბარგოს საკითხზეც ისაუბრეს. გერმანიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ კულება დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა.

,,​მინისტრები მიესალმებიან იმ აზრს, რომ აუცილებელია რუსული აქტივების გაყინვა და მათი გადაცემა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის აღდგენის მიზნით. აქ საუბარია ასობით მილიარდ ევროზე. ასევე, G7-მა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენაში, მისი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში. თქვენ იცით, რომ უკრაინის პრეზიდენტს აქვს იდეა, რომ ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომით დაზარალებულ გარკვეულ რეგიონებსა თუ ქალაქებზე და ჩვენი პარტნიორები ამ იდეას მიესალმებიან”,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

მსგავსი თემები