,,ყველაფერი კარგად იქნება”- ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ნიკა გვარამია მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ განცხადებას ავრცელებს.

,,აბა თქვენ იცით!  დარჩით “მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავებოდა.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

 

მსგავსი თემები