ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნიკა გვარამიას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

 

მსგავსი თემები