უკრაინელები რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმია წინ მიიწევს და საკუთარ ტერიტორიას ეტაპობრივად ათავისფლებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდეც კი მივიდნენ. კერძოდ, საუბარია თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონზე.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს.

 

მსგავსი თემები