უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს. მას მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ.
25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვვრპლა.