„ტერორიზმის მხარდამჭერები ნატო-ს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ“ – თურქეთი 2 ქვეყნის გაწევრიანების წინააღმდეგია

თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია, შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრები გახდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა, შემდეგ, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კი თურქეთის საგარეო მინისტრმა.

როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოება, თუმცა, ფინეთისა და შვედეთის ადგილი ალიანსში არ არის.

„თურქეთს აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით. ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო მინისტრმა და ფინეთი და შვედეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მფარველობაში ამხილა.

მისი შეფასებით, ფინეთმაც და შვედეთმაც უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა და უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრები გახდნენ.

თურქეთი ამ ორ ქვეყანას კიდევ ერთ მოთხოვნა უყენებს. ეს არის  თურქეთისთვის დაწესებული საექსპორტო აკრძალვების გაუქმება.

 

მსგავსი თემები