,,რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ომში წარუმატებლობას განიცდის. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ჯარის მესამედი დაკარგა,რაც უკრაინას,  ყირიმის და დონბასის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

„რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად. ,,მეოთხე ძალა” გაჩნდა ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. უბრალოდ ვიცი, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომლებსაც იქ ეძახიან, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადების ოთხი დღე. სულ ეს არის. სრული კრახია. და ჩვენ გავაძლიერებთ მათ მარცხს, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალთ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი ​​სოფლის აღება. ეს არაფერს შეცვლის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ სახლში უკან“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები