,,მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ასევე არ გვინდა, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ”- აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივ ომს გეგმავს. ჰეინსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ასევე არ სურთ საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდენ, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

,,ვფიქრობ, აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ასევე არ გვინდა საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ და არ გვინდა სიტუაცია, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს იყენებენ,” – განაცხადა ჰეინსმა.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს და დასძენს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება.

,,ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს,” – აღნიშნა ჰეინსმა.

მსგავსი თემები