პრეზიდენტის ინფორმაციით, მარიუპოლოდან 344 ადამიანი გამოიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპი განხორციელდა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს ქარხნის ტერიტორიიდან გამოყვანილია 344 ადამიანი.

„მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს.  ამდენი ადამიანი გაემგზავრა დღეს ზაპოროჟიესკენ. ჩვენი გუნდი ემზადება მათთან შესახვედრად. ყველა მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოსგან,”- აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტი დანარჩენი მოსახლეობის გამოსაყვანად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათი გადასარჩენად“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები